Saturday, April 23, 2016

დღე მეცხრე

დამთავრდა ტრენინგი ,რომელიც ითვალისწინებდა ,, პროექტებით სწავლებას''
პედაგოგებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ტრენინგს, რათა მოსწავლეებს განუვითაროთ თანამედროვე სწავლების უნარჩვევები და სწავლება უფრო საინტერესო,  ეფექტური  და ინტერესიანი გახდეს მოსწაავლეებისთვის. მე ვთვლი საჭიროდ რომ მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც  ჩავრთო ჩემ პროექტში და მათ უფრო მეტი  მუშაობის სტიმული მიეცეთ.
ამ პროექტის შესაწავლაში ბატონ დიმიტრის მიუძღვის დიდი წვლილი,  რისთვისაც მადლობას ვუხდი და ვუსურვებ წარმატებას პირად ცხოვრებაში.

ჩემი პროექტი

პროექტის პორტფოლიო

Saturday, April 16, 2016

დღე 8

დღეს შევისწავლეთ   მასწავლებლის როგორც ფასილიტატორის როლი და განვსაზღვრეთ დოკუმენტების შექმნის მენეჯმენტი.

Friday, April 15, 2016

დღე მეშვიდე

განვიხილეთ შეფასების სტრატეგიების განხილვა  .ვისაუბრეთ შეფასების ფორმების  შედგენაზე.  ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის ხელმეორედ გადახედვაზე,შევადგინეთ კონკრეტულ ჯგუფზე თანამშრომლობითი შეფასების კომენტარი.

Sunday, April 10, 2016

მეექვსე დღე

დღეს  ჩვენ  განვიხილეთ -სასაწავლო ნიმუშების შექმნა , მოსწავლის ნიმუშების შეფასება,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა,  მოსწავლის მხრიდან დანახული სასწავლო პროცესი.და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა.  დავამზადე ნიმუსი და მე ასე მგონია ეს აქტივობები აამაღლებს მოსწავლეების ინტელექტს

პროექტის პრეზენტაცია

Sunday, April 3, 2016

დღე 4

დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების ნიმუშები, როგორი მეთოდებით ვახდენთ მოსწავლის გამოკითხვას და როგორ შეფასებას  ვიყენებთ. ვისაუბრეთ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებაზე. განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმები.ვისაუბრეთ პრეზენტაციის მომზადების პროცესზე.